Ulkar Kimya

Ulkar Kimya
კომპანია UlkarKimya თეგიდარის ოლქის სამრეწვწლო ზონა ჩერკეზკეში შექმნილი ჰოლდინგ Ulkar-ის სააქციო საზოგადოებაა, რომელიც სპეციალიზდება აქტიური ფარმაცევტული ნედლეულის და გარსიანი მიკროპელეტების წარმოებაზე.

კომპანია დაარსდა 1988 წელს 64 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, დაიწყო მიკროპელეტების წარმოება, 1990 წელს შექმნა ეფექტური ფარმაცევტული ნედლეული, ხოლო 1991 წელს - ცალკე საწარმო. 2005 წელს კომპანიამ გადაწყვიტა წარმოების და ლაბორატორიების გაზრდა კლიენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით და გააფართოვა დახურული ფართის კომპლექსი 14 000 კვადრატულ მეტრამდე. ამ კონტექსტში ხარისხის კონტროლის ახალმა ლაბორატორიებმა ფუნქციონირება დაიწყეს 2007 წელს, ხოლო 2009 წლის ბოლოს დასრულდა ფარმაცევტულად აქტიური ნედლეულის წარმოების ახალი ქარხნის მშენებლობა. ამ ცვლილებების წყალობით, მიღწეულ იქნა წარმოების 6-ჯერ გაზრდა.

კომპანია Ulkar Kimya დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ეკოლოგიასა და შრომის ჰიგიენას, რაც დასტურდება EUGMP სერტიფიკატებით, რომლებიც მიღებულია BfArM (გერმანია) და თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო თავად კომპლექსი PIC-ის წევრია.

გარდა ჰოლდინგის კომპანიების ჯგუფის მომსახურებისა, კომპანია UlkarKimya ახდენს ფარმაცევტული ნედლეულის და გარსიანი მიკროპელეტების ექსპორტს ევროპაში, რუსეთში, დსთ-ში, აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს ზრდას მომსახურების საკონტრაქტო წარმოების ხარჯზე, რომლეთაც აწვდის სხვადასხვა კომპანიებს საზღვარგარეთ.

კომპანია UlkarKimya-ს, გარდა საწარმოო საქმიანობისა, აქვს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია (სკლ) თანამედროვე ინფრასტრუქტურით. 2018 წლის ბოლოს ლაბორატორია დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტატუსით.