Nobel AFF

Nobel AFF
ნობელის ალმათის ფარმაცევტული ქარხანა (Nobel Almatı İlaç Fabrikası A.Ş. / NobelAFF) ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებელია ყაზახეთში. 2002 წელს ალმათის ფარმაცევტული ქარხნის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა განხორციელებული ჰოლდინგ Ulkar-ის მიერ.

ნობელის ალმათის ფარმაცევტული ქარხანა (Nobel Almatı İlaç Fabrikası A.Ş. / NobelAFF) ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებელია ყაზახეთში. 2002 წელს ალმათის ფარმაცევტული ქარხნის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა განხორციელებული ჰოლდინგ Ulkar-ის მიერ. ქარხანაში ჩატარდა არსებული საწარმოო მოედნები მოდერნიზაცის და შეიქმნა ახალი საწარმოო მოედნები GMP საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პირველ ეტაპზე ქარხანაში ინვესტირებულ იქნა 30 მლნ. დოლარი. დამატებითი ინვესტიციები 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით დაგეგმილია ახლო მომავალში სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარებისა და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებისთვის.

კომპანია Nobel AFF განთავსებულია 10 000 მ² ფართობზე და აქვს 5 საწარმოო მოედანი, რომლებზეც იწარმოება მყარი, თხევადი, სუსპენზიური, ნახევრადმყარი და გელური ფარმაცევტული ფორმის პროდუქცია. ქარხნის ყველა საწარმოო მოედანი სერტიფიცირებულია GMP-ის მიერ და სამრეწველო საქმიანობა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით. Nobel AFF პირველი კომპანია იყო, რომელმაც მიიღო GMP სერტიფიკატი ყაზახეთში 2011 წელს და წარმატებით გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების აუდიტი. კომპანია Nobel AFF-მა მიიღო სრული შეფასება როგორც აუდიტორებისგან ყაზახეთსა და დსთ ქვეყნებში, ისე მრავალეროვნული ფარმაცევტული კომპანიების აუდიტორებისგან, რომელთაც საკონტრაქტო წარმოება აქვთ.

ობიექტის სამრეწველო მოედნები აღჭურვილია GMP სტანდარტების სავენტილაციო დანადგარებით, რომლებიც არჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც იმპორტირებულია იტალიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ინდოეთსა და სამხრეთ კორეიდან.

ქარხნის წლიური სამრეწველო სიმძლავრე შეადგენს 750 მილიონ აბს, 250 მლნ. კაფსულას, 20 მლნ. ფლაკონს სიროფ-სუსპენზიით, 10 მლნ. ტუბ კრემ-გელს, რაც ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვანი წილია ყაზახეთის ბაზარზე.

ამჟამად კომპანია NobelAFF-ის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს 250 პროდუქტს, მათ შორის 83 მოლეკულას სხვადასხვა ფარმაცევტულ ჯგუფში, როგორიცაა მიკრობსაწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო და ონკოლოგიური პრეპარატები.

ჩვენს საწარმოში მოწყობილია ლაბორატორია ფიზიკურ-ქიმიური ანალიზებისთვის, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია და საწარმოო კონტროლის ლაბორატორია. ჩვენი ლაბორატორიები საერთაშორისო დონისაა, აკრედიტირებულია კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულებების მიერ და აღჭურვილია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით და საზომი ხელსაწყოებით. გარდა ამისა, მზა პროდუქცია მოწმდება ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული „ფარმაცევტიკის,სამედიცინო ტექნიკისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული საექსპერტო ცენტრის“ ლაბორატორიაში.

კომპანია NobelAFF-ს გაყიდვების მოცულობით პირველი ადგილი უჭირავს ყაზახეთში ადგილობრივ ფარმაცევტულ მწარმოებლებს შორის. კომპანია NobelAFF მუდმივად ზრდის ექსპორტის მოცულობას რუსეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და მონღოლეთში. 2018 წლის შედეგებით ყაზახეთი ექსპორტის ლიდერი გახდა ფარმაცევტულ მწარმოებლებს შორის.

კომპანიის ძირითადი მიზანია ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი წარმოების მაღალხარისხოვანი, საიმედო წამლების წარმოების გზით, აგრეთვე მომხმარებლებისა და ექიმებისთვის ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის შესახებ ზუსტი და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება. ამ მიზნით, კომპანიამ შექმნა წარმომადგენლობის ქსელი ყაზახეთის ყველა ქალაქში.

დღეისათვის კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 500 ადამიანი. კომპანიის თანამშრომლები რეგულარულად ესწრებიან სასწავლო სემინარებს კომპანიის შიგნით და გადიან სწავლებას GMP და ISO სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შეესაბამება ISO 9000: 2001 სტანდარტს და ფლობს თურქული სტანდარტების ინსტიტუტის და სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო ცენტრის სერტიფიკატებს.