Nobel Pharmsanoat

Nobel Pharmsanoat
Nobel Pharmsanoat ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 400 თანამშრომელს ითვლის და შექმნილია უზბეკეთში 2002 წელს. ის ერთ-ერთია თურქეთში 1964 წელს შექმნილი კომპანია Nobel İlaç-ის სამრეწველო კომპლექსებიდან, რომელიც ფლობს ფილიალებს და წარმომადგენლობას 20-ზე მეტ ქვეყანაში და ერთ-ერთია 3 ყველაზე მსხვილ სამრეწველო ბაზას შორის მსოფლიოში.

2012 წელს კომპანიამ მიიღო საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001: 2008, 2014 წელს ISO 22000: 2005 (HACCP) და 2016 წელს GMP ხარისხის სერტიფიკატი.

არსებული მრეწველობის გაუმჯობესების და საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ Nobel İlaç, მსოფლიო სტანდარტებით მომუშავე ახალი ქარხნის აშენების გადაწყვეტილების შემდეგ, 2013 წლის 16 ნოემბერს დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. კომპანიამ, უზბეკეთში ტექნოლოგიების განვითარების ინვესტირების ფარგლებში, მოახდინა ახალი სამრეწველო და ლაბორატორიული მოწყობილობის ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, გერმანია, ჩინეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, თურქეთი, კორეა და ინდოეთი. ამჟამად ქარხანა ფლობს სამრეწვწლო ხაზებს 60-ზე მეტი წამლის დასამზადებლად, აგრეთვე ფიზიკის, ქიმიის და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიებს, საწყობებს ნედლეულისთვის და ბოქსებს მზა პროდუქციისთვის. ჩვენი პროდუქცია სრულად შეესაბამება GMP ევროპულ სტანდარტებს.

კომპანიის სამრეწველო სიმძლავრე შეადგენს 10 მლნ. კოლოფს წელიწადში. კომპანია აწარმოებს ასორტიმენტს 110 პროდუქტისგან, რომელიც შეიცავს 60 მოლეკულას სხვადასხვა ჯგუფში, როგორიცაა აბები, გარსით დაფარული აბები, კაფსულები, ფხვნილის სუსპენზიები, წვეთები, სპრეი, ნაზალური სპრეი და პენიცილინი.

კომპანია NobelPharmsanoat მჭიდროდ თანამშრომლობს უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიტოთერაპიის ინსტიტუტთან ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების ფუძეზე სამკურნალწამლო პრეპარატების წარმოებაში. დღეს სამამულო ნედლეულისგან წარმოებული 5 სახეობის პროდუქციიდან 3 ექსპორტირდება საზღვარგარეთ. ჩვენს კომპანიაში ცოტა ხნის წინ შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც იკვლევს ახალ მოლეკულებს და იყენებს მათ წარმოებისთვის. გარდა ამისა, ნედლეულის წარმოება უახლეს მომავალში აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით.

დღეისათვის კომპანია Nobel ახდენს „დამზადებულია უზბეკეთში“ ნაწარმის ექსპორტს თურქეთში, ყაზახეთში, ავღანეთსა და საქართველოში.

კომპანია NobelPharmsanoat დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვას და ეკოლოგიას. წარმოებაში გამოიყენება უნარჩენო ტექნოლოგიები და შექმნილია დასუფთავების მოწყობილობა.